რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 26.09.2022
ნანახია: 427

რუსეთის ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, უცნობი პირი სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან ბავშვები. ევაკუირებულია შენობაში მყოფი ყველა პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა. მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის 5 მოსწავლე, დაცვის ორი წევრი და ორი მასწავლებელია.

თავასხმის მოტივი უცნობია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე