ლავროვის განცხადებით, უკრაინის რეგიონები, სადაც "რეფერენდუმები" ტარდება, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვის „სრული დაცვის“ ქვეშ გადავა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 25.09.2022
ნანახია: 416

ლავროვის განცხადებით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ამ დროისთვის ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ გადავა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ იორკში
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იუწყება სააგენტო Reuters.

„რეფერენდუმების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ამ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც დიდი ხანია, ნეო ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ არიან. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე