რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, მამაკაცებს საზღვრები ჩაუკეტოს - მედია

საქართველო, თბილისი - 15:31 | 25.09.2022
ნანახია: 455

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ჩაკეტოს საზღვრები მამაკაცებისთვის, რომლებსაც სახედრო მობილიზაციისათვის შესაბამისი ასაკი აქვთ. ამის შესახებ გამოცემა „მედუზას“ პუტინის ადმინიტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროს თქმით, რუსეთმა საზღვრები, შესაძლოა,  28 სექტემბერიდან ჩაკეტოს.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, კრემლი მამაკაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს „რეფერენდუმების“ შემდეგ, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართავს. აღნიშნულია,რომ ე.წ. რეფერენდუმები 27 სექტემბერს დასრულდება.

წყარო ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიების დატოვება რუს კაცებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატის ნებართვის შემთხვევაში შეეძლებათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე