გეგმას გადავაჭარბეთ, სამხედრო მობილიზაცია ჩეჩნეთში არ განხორციელდება - კადიროვი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 23.09.2022
ნანახია: 344

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არ განხორციელდება. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ჩეჩნეთმა მობილიზაციასთან დაკავშირებით „გეგმას გადააჭარბა“. „ჩვენ ეს მექანიზმი თავიდანვე ავამოქმედეთ, ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაცის გამოცხადებამდე. ამის გარდა, რესპუბლიკაში არსებობს ათასკაციანი მოხალისეთა რეზერვი, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში სამშობლოს დამცველთა რიგებს შეავსებენ“, - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთიდან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უკვე მიიღო 20 ათასმა ადამიანმა. „ამრიგად, ჩეჩნეთმა 254%-ით გადაჭარბებით შეასრულა „გეგმა“, -აღნიშნა კადიროვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე