დონბასში, ხერსონის ოლქსა და მელიტოპოლში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:10 | 23.09.2022
ნანახია: 346

დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილზე, ხერსონის ოლქსა და მელიტოპოლში კრემლის მარიონეტებმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმები დაიწყეს.

ინფორმაციას რუსეთის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ოკუპირებულ ოლქებში აცხადებენ, რომ „კენჭისყრა“ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ფსევდორეფერენდუმები რუსეთს არ მისცემს შესაძლებლობას უკრაინის მიწების ოკუპაციის ლეგალიზება მოახდინოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე