ვნახოთ, ეს როგორ დამთავრდება - პუტინი უკრაინელების კონტრშეტევაზე

საქართველო, თბილისი - 20:56 | 16.09.2022
ნანახია: 619

ვნახოთ, როგორ დამთავრდება უკრაინელების კონტრშტევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შანხაის თნამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ აქტიურობას იქაც და იქაც {ფრონტზე}. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ ხომ განაცხადა, რომ დაიწყეს და ატარებენ აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას. ვნახოთ, ეს როგორ დამთავრდება“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა უკრაინულ ძალებს რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენეს. „ჩავთვალოთ, რომ ეს გამაფრთხილებელი დარტყმებია“, - თქვა პუტინმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე