იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 440 ადამიანის ცხედარი იყო დასაფლავებული

საქართველო, თბილისი - 16:30 | 16.09.2022
ნანახია: 476

უკრაინელების მიერ ცოტა ხნის წინ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იყო დასაფლავებული.

"შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს... 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს", - განაცხადა Sky News-თან ინტერვიუში ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერჰი ბოლვინოვმა.

როგორც ბოლვინოვმა აღნიშნა, ეს ადამიანები სხვადასხვა თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. „ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი მოკლულია {დახვრეტილი}, ზოგიერთი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად, ზოგიერთი ავიადარტყმებისგან. ცხედრების უმეტესობა ჯერ ამოცნობილი არ არის, ამიტომ სიკვდილის მიზეზები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდება“, - თქვა მან.

იზიუმი რუსებმა 2 აპრილს დაიკავეს. 10 სექტემბერს კი ქალაქიდან გაიქცნენ და საბრძოლო ტექნიკა მიატოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე