ბაქოს განცხადებით, სომხეთის საზღვართან შეტაკებებისას 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:27 | 15.09.2022
ნანახია: 328

აზერბაიჯანის მხარის განცხადებით, სომხეთის საზღვართან შეტაკებების დროს 71 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ხუთშაბათს, 15 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტრომ კიდევ 21 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მანამდე უწყება იუწყებოდა, რომ დაღუპული იყო 50 სამხედრო.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვართან დაიღუპა 105 ადამიანი, მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს აგრესიის წამოწყებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე