სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 15.09.2022
ნანახია: 342

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს აგრესიის წამოწყებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს 105 დაღუპული ჰყავს.

ფაშინიანის თქმით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთთან შეტაკებებში 50 სამხედრო დაკარგა.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე