ბაიდენი რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სომხეთში შეერთებული შტატების მოქმედ ელჩს წარადგენს

საქართველო, თბილისი - 23:14 | 14.09.2022
ნანახია: 369

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ლინ ტრეისის წარდგენას გეგმავს. იტყობინება ტელეარხი CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამჟამად, ლინ ტრეისი შეერთებული შტატების ელჩია სომხეთში.

თეთრ სახლს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აშშ-ის ელჩის პოსტი რუსეთში ვაკანტურია 4 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა დიპლომატიური მისია.

აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი კარიერული დიპლომატია. 2014 წლიდან 2017 წლამდე ის მსახურობდა ელჩის მოადგილედ მოსკოვში.

2019 წელს ის სომხეთში ელჩად დაინიშნა. მანამდე ის ასევე მუშაობდა რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროში.