უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 388 დასახლება გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 21:46 | 14.09.2022
ნანახია: 513

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განა მალიარის განცხადებეთ, უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მისი თქმით, 6 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან 8 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელიც მოიცავს 388 დასახლებულ პუნქტს, მოსახლეობის რაოდენობა კი 150 ათასს შეადგენს.

„ხარკოვის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ მონაცემები მუდმივად ახლდება, რადგან პროცესი დინამიკაშია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დამატებითი უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის ზომები, რათა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ“, – წერს მალიარი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე