კრემინაში ოკუპანტები დაბრუნდნენ - გაიდაი

საქართველო, თბილისი - 16:33 | 14.09.2022
ნანახია: 378

ლუჰანსკის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტები კრემინაში დაბრუნდნენ და ოკუპირებულ ქალაქში მასობრივი ყოფნის შთაბეჭდილებას ქმნიან.

„ოკუპანტები დაბრუნდნენ კრემინაში, ჩამოაგდეს უკრაინის დროშები, ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ქალაქში მასობრივად იმყოფებიან. მთელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამორთეს ინტერნეტი, რათა ხალხმა ვერ შეძლოს ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება. ლუჰანსკის ოლქში მოულოდნელობის ფაქტორი არ იქნება - უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით. სამწუხაროდ, ხვალ ლუჰანსკში ვერ ვიქნებით... მაგრამ მალე {ვიქნებით} “, - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უპირველსად აღადგენენ მობილურ კავშირსა და ინტერნეტს, ასევე სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

13 სექტემბერს გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი კრემინა სრულად დატოვეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქში არ შესულან.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე