სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 13.09.2022
ნანახია: 298

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო, სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართონ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დებულებების ასამოქმედებლად, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაერო-ს“.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო. მხარეები შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე