რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 13:17 | 13.09.2022
ნანახია: 487

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, თავი შეიკავონ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისგან და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 13 სექტემბერს, ღამით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ცალკეულ რაიონებში სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო.

„მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეები ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე