ოთხი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება, დასამალი არაფერია - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 13:39 | 13.09.2022 ნანახია: 492
ოთხი დეპუტატი რჩება საპარლამენტო უმრავლესობის წევრად, დასამალი არაფერია, არაფერი კეთდება ფარულად, – ამის
შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების დასწრებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„ისინი აღარ არიან პარტიის წევრები და შესაბამისად, ფრაქციის წევრები, მაგრამ რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად. ანუ ყველა ქვეყანაშია გავრცელებული ეს პრაქტიკა. აუცილებელი არ არის, უმრავლესობა შედგებოდეს ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან. მათ ნათქვამი აქვთ, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს საპარლამენტო ინიციატივებს, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს ფრაქციას 80 ხმა აქვს საქართველოს პარლამენტში, 76 ხმა სჭირდება გადაწყვეტილებების მიღებას და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სათანადო ხმების რეზერვი გვქონდეს. მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მართალია, დატოვეს ფრაქცია, პარტია, მაგრამ ისინი მხარს უჭერენ უმრავლესობის პოზიციებს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი.
დასამალი არაფერი გვაქვს, არც საზოგადოების წინაშე და არც არავის წინაშე. ყველაფერი ღია და გაცხადებულია. ოთხ პარლამენტართან ჩვენ გვქონდა ერთ საკითხზე უთანხმოება. ეს საკითხი იყო ის, რა დოზით უნდა ყოფილიყო ნათქვამი რაღაცები საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვთვლით, რომ არის რაღაც დელიკატური საკითხები, რაზეც არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი და ამ საკითხებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა ჩვენს პარტნიორებთან. მათი მხრიდან გამოთქმული იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებთან დაკავშირებით მეტი სიმართლე უნდა ითქვას საზოგადოების წინაშე, რომ ხალხი იყოს მეტად დაცული. ამაზე ახლაც ვერ ვთანხმდებით. პრინციპში ეს არის უთანხმოების ერთადერთი საგანი ჩვენ შორის. რაც შეეხება უმრავლესობას, უმრავლესობაში ისინი რჩებიან. დასამალი აქ არაფერი არ არის. არაფერი კეთდება ფარულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















