სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება
საქართველო, თბილისი - 10:23 | 13.09.2022 ნანახია: 501
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ორმხრივი ცეცხლი გრძელდება. მხარეები სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
როგორც სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, 13 სექტემბერს, ღამის 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობით, აზერბაიჯანი ვარდენისის, სოტკის, არდანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით მიზანმიმართულად იყენებს არტილერიას, ნაღმტყორცნებს, დრონებსა და მსხვილი კალიბრის იარაღს, არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
უწყების ცნობით, საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები.
„მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ. აზერბაიჯანის ცნობით, მსხვერპლია ორივე მხარეს.
აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და მას აბსურდულს უწოდებს. უწყება სომხურ მხარეს ლაშინის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში პროვოკაციაში ადანაშაულებს და პაუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.
„აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ ზონაში ჯერ კიდევ იმყოფება სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და ტექნიკა. სომხეთის ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე საპასუხოდ, აზერბაიჯანის არმია ლოკალურ კონტრზომებს ახორციელებს და საცეცხლე წერტილების განეიტრალებას ახდენს“, – აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















