ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 12.09.2022
ნანახია: 433

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მისივე ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 ადამიანი.

ამასთან, ქალაქში მუშაობა  დროებით გააჩერა მეტროპოლიტენმა.

ქალაქის მერმა იგორ ტეხეროვმა განაცხადა, რომ მტრის თავდასხმის შდეგად ქალაქში დაზიანდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რის გამოც ხარკოვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.

ოკუპანტებმა დარტყმები ხარკოვში ოსნოვიანსკისა და კიევის რაიონებს მიაყენეს. სინეგუბოვმა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე