ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

საქართველო, თბილისი - 01:27 | 12.09.2022
ნანახია: 425

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. 

ხარკოვის რაიონული მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, ხარკოვი და რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამხარეო მეთაურის ინფორმაციით, ადგილზე სპეციალური ბრიგადები მუშაობენ და ვითარება კონტროლირებადია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე