უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი კუპიანსკი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 10.09.2022
ნანახია: 464

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციასა და ოლქის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველ ნატალია პოპოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„კუპიანსკი - უკრაინაა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!“ - ამბოს პოპოვა.

ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ „უკრაინსკა პრავდას“ კუპიანსკის გათავისუფლება დაუდასტურა.

 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში  კონტრშეტევის დროს 9 სექტემბრის მდგომარეობით უკვე გაათავისუფლეს 2 500 მვ.კმ ფართობის ტერიტორია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე