დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:35 | 08.09.2022
ნანახია: 377

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.

წელს ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა.

ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე