ბიძინა ძალაუფლებას არ დათმობს. უნდა წავართვათ - ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 15:32 | 08.09.2022 ნანახია: 566
ბიძინა ძალაუფლებას ის არ დათმობს. უნდა წავართვათ, - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს.
"იქნებ აპირებენ იმ 12 პუნქტის შესრულებას" ხალხისთვის:
1. ეს 12 პუნქტი საჭირო რომ გახდა ბიძინას პირდაპირი დამსახურებაა. ბიძინამდე, ანუ სანამ ბურიატიის კავკასიურ ნაირსახეობად ვიქცეოდით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პირველები ვიყავით და მნიშვნელოვნად ვუსწრებდით ყველას. ბიძინამ გაგვაბანძა, მიზანმიმართულად.
2. ამ 12 პუნქტში რაც წერია, უდიდესი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებაშიც ეწერა. ამ შეთანხმებაზე, ოპოზიციის მხრიდან ხელმოწერამდე, ბიძინა, კობახიძე-თალაკვაძის პირებით იძახდა მე ამ პუნქტებს მაინც შევასრულებ ოპოზიციამ სულ რომ არ მოაწეროს ხელიო. მერე სასამართლოში კლანი ჩააბეტონა და შეთახმებიდან საერთოდ გავიდა.
3. კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, თან დედის ტრაკი აგინებინა თავის მონებს დასავლეთისთვის, თან იქით აშანტაჟებდა ღარიბაშვილის პირით, თუ სტატუსს არ მოგვცემთ, პირს გავაღებთ და ყველაფერს მოვყვებითო.
4. უშუალოდ სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე დაიჭირა გვარამია, მსხვილი ოპოზიციური არხის მფლობელი, უბრალოდ ასე უნდოდა და იმიტომ, როცა ზუსტად იცოდა რომ ამას არავინ გაუტარებდა დასავლეთში.
5. სტატუსის არ მიღება, კობახიძის პირით დააბრალა არა იმას რომ 10 წლის განმავლობაში ძალაუფლება სრულად მიიტაცა, არჩევნები ზედიზედ აყალბა და არ დატოვა არცერთი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ იმას რომ გეოგრაფიულად შორს ვართ ევროკავშირისგან და ჩვენთან ომი არ არის.
6. სტატუსზე უარის შემდეგ გამოჰყო 4 მონა, რომლებიც, იმედ/პოსტვ-ისთვის დაქირავებულ ‘ექსპერთა’ დოღთან უნისონში დღემდე დედას აგინენებს დასავლეთს, ‘პა პანიაწიამ’ აკაჩავებს ამერიკის და შვეიცარიის ელჩებს, დასავლელ პოლიტიკოსებს, ამერიკის აგენტებს ეძახიან ყველას ვინც ბიძინას სისტემას ებრძვის.
7. დღემდე, დე ფაქტო უმაღლესი თანამდებობის პირების პირით საჯაროდ ამტკიცებს რომ ამერიკა აშანტაჟებს შვიეცარიას, რომ კრედიტ სუსმა არ მისცეს ბიძინას მისი ფული სანამ საქართველო არ დაუწყებს რუსეთს ომს.
აღარ გახსოვთ ეს ყველაფერი? გახსოვთ, მაგრამ იმედი გაქვთ ბიძინა ან მისი მიზნები შეიცვალა? სასწაულების გჯერათ? სულელები ხართ?
არაფერს ბიძინა არ შეასრულებს. ძალაუფლებას ის არ დათმობს. უნდა წავართვათ. ისე არ იქნება ევროპა, უსაფრთხოება, მშვიდობა და 'კაი ცხოვრება'. ჯამი ჭურჭელია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















