ბაიდენმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 08.09.2022
ნანახია: 371

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 675 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ გერმანიაში „რამშტეინის“ ფორმატის სახელწოდებით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დაწყებისას სახელმწიფო მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ეს შეხვედრა აღნიშნულ ფორმატში უკვე მეხუთედ იმართება, პირველი სხდომა 26 აპრილს შედგა, რომელშიც 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ ეს საკონტაქტო ჯგუფი შევქმენით, რადგან თავისუფალი სამყარო იბრძვის დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი საჭიროებები. მაგრამ დღეს ეს საკონტქტო ჯგუფი უნდა შეთნხმდეს უკრაინის მამაცი დამცველების მხადასაჭერად გრძელვადიან პერიოდში. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო ბაზაში ინოვაციებზე სწრაფ გადასვლას, რათა უზრუნველვყოთ უკრაინა იმ საჭიროებებით, რომლებიც მას ესაჭიროება მომავალ რთულ გზაზე“, - თქვა ოსტინმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე