გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს მოუწოდებს, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე

საქართველო, თბილისი - 13:21 | 30.08.2022
ნანახია: 389

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

"მსოფლიო დიდი ხანია ბირთვული იარაღის მძევალია. ეს მომაკვდინებელი მოწყობილობები არ იძლევა, არც გამარჯვების და არც უსაფრთხოების გარანტიას. მოდით, დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული გამოცდა სამუდამოდ შეწყდეს და ბირთვული იარაღი ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ისტორიის ნაწილი", - დაწერა მან Twitter-ში 29 აგვისტოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე