კოსოვოში რუსი ჟურნალისტი დააკავეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

საქართველო, თბილისი - 10:55 | 08.08.2022
ნანახია: 564

კოსოვოში რუსი ჟურნალისტი დარია ასლამოვა დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ინფორმაციას უკრაინული მედია კოსოვოს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ადასტურებს, რომ დარია ასლამოვა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ჯაშუშობით იყო დაკავებული, მონაწილეობდა უკრაინის ომში და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა.

„მისი მცდელობა ჩვენს ქვეყანაში მოხვედრის გარდა, ემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენებს, რაც აშკარად ადასტურებს რუსულ კავშირებსა და პროპაგანდას, რომელსაც სერბეთი უკვე შეუერთდა და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაა“, - განაცხადა კოსოვოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

კოსოვოს ხელმძღვანელობ ამ გამოაქვეყნა რუსი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ერთად.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე