ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ - სარჯველაძე პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენაზე
საქართველო, თბილისი - 23:30 | 05.08.2022 ნანახია: 767
მართლა საინტერესო იქნება ამაზე ინფორმაციის მოსმენა და ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ, რომ მართლა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი – ორჯერ კანდიდატურა წარმოადგინა, დაეთანხმა ამ კანდიდატურას და განა რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი, რამაც შეიძლება, აზრი შეაცვლევინოს, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არ წარუდგინდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების წარუდგინა.
"იმდენად უცნაური ინფორმაციაა, რომ მე ყველას ვურჩევდი, გადავამოწოთ კიდევ ერთხელ რაიმე შეცდომა არ იყოს, რადგან არ მგონია, თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურის სახით განხილვას არ იმსახურებდა ბატონი კალანდარიშვილი, რომელიც მოქმედია. ამიტომ, არ ვიცი, მართლა ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა; კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ფონზე, როდესაც წინა ჯერზე როგორი იყო გადაწყვეტილებები, მათ შორის, სხვათა შორის, პრეზიდენტის და ამის შემდეგ, მთელი ეს განვლილი პერიოდი, რომელიც ამ კაცმა იმუშავა თანამდებობაზე; არ ვიცი, განა, რა მოხდა ისეთი, რამაც შეაცვლევინა პოზიცია პრეზიდენტს. როდესაც ადრე თვლიდა კანდიდატურის განხილვის ღირსად და ახლა აღარ თვლის. არ ვიცი, რამ შეცვალა მისი პოზიცია, საინტერესოა. ვარაუდები და ვერსიები ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეიძლება, ბევრი გქონდეს, მაგრამ, ალბათ, წინასწარ მათი გამოცხადება არ ღირს. ძალიან საინტერესო კი არის, რამ შეცვალა პრეზიდენტის ხედვა ამ საკითხის ირგვლივ. მართლა საინტერესო იქნება ამაზე ინფორმაციის მოსმენა და ვაითუ შეცდომაა, საერთოდ რაიმე მექანიკური-მეთქი, იმასაც ვფიქრობ, რომ მართლა უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი – ორჯერ კანდიდატურა წარმოადგინა, დაეთანხმა ამ კანდიდატურას და განა რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი, რამაც შეიძლება, აზრი შეაცვლევინოს. ალბათ, უნდა აიხსნას და თვითონ გასცეს ამ საკითხებზე პასუხი. არ მგონია, ამ შემთხვევაში, წინასწარ დავაბრალოთ პრეზიდენტს, რომ აყოლილია ოპოზიციას და ამ შემთხვევაში, დესტრუქციული როლის თამაშის თამაშს აპირებსო; არ მგონია, რომ ამის დაბრალებისთვის მიზეზი გვქონდეს ამწუთას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















