დემნა გვასალია United24 -ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 21:37 | 28.07.2022
ნანახია: 478

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის „United24“-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს. Balenciaga-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება „უკრაინის აღდგენის“ მიმართულებით. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე