მამაჩემის ჩამოსვლა შეცდომა იყო. ის უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის - ედუარდ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:57 | 28.07.2022 ნანახია: 817
მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, - თქვა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა TV პირველის ეთერში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშილი სსაკითხი ნაკლებად პოლიტიკური უნდა იყოს.
"მე ერთი კვირაა, საქართველოში ვარ, ჩამოსული ვარ ოჯახის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა ზუგდიდში, ბათუმში, საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეუბნებიან - მიშა როგორ არის? ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის რაღაცა მომავლის ლიდერი ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, როგორც, აი, "მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს" და ასე შემდეგ. არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უნდა მისთვის კარგი. ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე და არა, რომ ის არის მომავლის ლიდერი.
ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი ან ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ მე მგონია, რომ ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ" - ამბობს ედუარდ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.
"დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, სიმართლე ვთქვათ, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად, მაგრამ ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი, ჰო? ანუ რეალურად ის ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს", - თქვა სააკაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















