რუსეთში, ბაშკირეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 27.07.2022
ნანახია: 476

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში ეკლესიას მეხი დაეცა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესია, რომელიც ერთ-ერთ უძველესად ითვლება რეგიონში, ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად დაიწვა.

როგორც იუწყებიან, ხანძრის შესახებ შეტყობინება რეგიონის სახანძრო სამსახურში 26 ივლისს, 18:00 საათზე შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ადგილზე მისვლისას, სამსართულიანი ნაგებობის სახურავი უკვე მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში 25 ადამიანი და ცხრა ტექნიკა იყო ჩართული. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არავინ დაშავებულა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მიერ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჯვრის ამაღლების ხის ტაძარი 1884 წლიდან 1886 წლამდე შენდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე