ნახავთ, უკრაინელი ხალხი არახამიასა და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 18:24 | 26.07.2022 ნანახია: 801
დავით არახამია შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო პოლიტიკას სცილდება და შეურაცხყოფაში გადადის, - "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერს, დავით არახამიას, რომელმაც "მთავარ არხთან" ინტერვიუში, რომ "მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე".
"ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ ამდენ დროს ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად ქართული გვარი აქვს, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას რუსულად გვესაუბრება, რუსული ტექსტებით. ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო პოლიტიკას სცილდება და შეურაცხყოფაში გადადის. ჩვენს ლიდერებს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. ნაძირალაა, მეტი არაფერი.
არახამია არის არაკაცი. ეს ფორმულირება შეგიძლიათ, ჰედლაინად გაიტანოთ, რადგან ჩვენ იმის მიუხედავად, რომ შეურაცხყოფის მცდელობებს გვერდი ავუარეთ, მაქსიმალურად შევეცადეთ, მაინც არ ჩერდება. ე.ი გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს. აქ რომ ჰყავს ნაციონალური მოძრაობის ბედოვლათები და ვერაფერს აკეთებენ, ვითომ ახლა იქიდან მეორე ფრონტი გახდა. ეს არ გამოუვა. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს და არახამიასნაირები ჩვენს ძმობას ვერაფერს დააკლებენ. ძალიან დიდ დროს უთმობთ ამ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს. ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი არახამიასა და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს, რადგან მგონია, რომ უკრაინის ინტერესები სათანადოდ დაცული არ არის, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას. კიდევ შეეხება ჩვენს ლიდერებს, ლეგიტიმურად არჩეულ მმართველ პარტიას, ეს იქნება კიდევ ჩვეულებრივი არაკაცის ბოდვა, მეტი არაფერი", - თქვა ზარქუამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















