უკრაინაში გერმანიიდან 3 თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 25.07.2022
ნანახია: 424

უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო 3 თვითმავალი საზენიტო დანადგარი Gepard-ი. განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

"დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან პირველი სამი Gepard-ი. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, ივლისის ბოლომდე გერმანიისგან კიდევ მოელიან 15 ასეთ საზენიტო დანადგარს.

Gepard-ის ტიპის დანადგარები, რომელიც 1970-იანი წლების ტექნიკაა, შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად 3 კმ-ის სიმაღლეზე, ასევე სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლველად სხვა სახის სამხედრო ტექნიკასთან ურთიერთქმედებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე