გაერომ, უკრაინაში რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ, 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო - პრამილა პატენი
საქართველო, თბილისი - 11:16 | 24.07.2022 ნანახია: 472
გაერომ უკრაინაში ომის დაწყებიდან, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღო. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა, კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მხოლოდ „აისბერგის მწვერვალია“.
„24 თებევლიდან გაერომ მიიღო სექსუალური ძალადობის 150-ზე მეტი ბრალდება, რომლებიც ჩადენილია ქალების, ბავშვებისა და კაცების წინააღმდეგ. ეს არის გაუპატიურების შემთხვევები ავტომატებით მუქარის ქვეშ ოჯახის წევრების თვალწინ, როგორც შედეგი უკრაინაზე რუსეთის ძალების თავდასხმისა“, - განაცხადა პატენმა.
მან აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობა ეს არის დანაშაული, რომლის შესახებაც ინფრომაცია არასაკმარისია. „ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის მწვერვალს“, - თქვა მან. მისივე თქმით, ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფორმა, რომელიც ხდება სამხედრო კონფლიქტების დროს ძირითადად ქალებისა და გოგონების, მაგრამ ასევე მამაკაცებისა და ბიჭების მიმართ.
ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ უკრაინაში დააფიქსირა 300-ზე მეტი მკვლელობა . მათ შორის სამოქალაქო პირების სიკვდილით დასჯის შემთხვევები კიევის, ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში რუსული არმიის ოკუპაციის დროს. მისიამ ასევე შეისწავლა და დაადასტურა სექსუალური ძლადაობის 23 შემთხვევა.
კიევში იმართება პირველი ლედებისა და ჯენტლმენების მეორე სამიტი, რომელიც ინიცირებულია უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას მიერ.
შეხვედრა გახსნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამიტს პირადად და ონლაინ ესწრებიან თურქეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, კანადის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, სერბეთის, მონტენეგროს პირველი ლედები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეუღლე, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები რიჩარდ გირი, მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი.
პოლიტიკა
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
საზოგადოება
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
სამართალი
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















