საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე და დადიას ეროვნულ პარკში ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 24.07.2022
ნანახია: 362

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე და დადიას ეროვნულ პარკში ხანძარი მძვინვარებს.

ლესბოსზე ცეცხლი შაბათს დილით გაჩნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოპულარულ კურორტ ვატერადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო, ასევე, ევაკუირებულია სხვა ორი დასახლების მოსახლეობა.

ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე სახლი. მის ჩასაქრობად შვიდი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.

ხანძარს უკვე ებრძვიან თურქეთის საზღვართან მდებარე დადიას ეროვნულ პარკშიც. ცეცხლი აქ ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 320 მეხანძრე და 64 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე