„მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ, ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან! - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:32 | 21.07.2022 ნანახია: 532ივანიშვილი და მისი „ღალატის ოცნება“ მთელ მსოფლიოსთან პოლარიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ევროკავშირის ელჩ ჰარცელზე, ანუ თავად ევროკავშირზე თავდასხმა, ოპოზიციაზე, უკრაინის ხელისუფლებაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმები, - აცხადებს "პროგრესი და თავისუფლების" ლლიდერი კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, „ოცნება“ ნერგავს და ამწვავებს პოლარიზაციას ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. სამაგიეროდ, პოლარიზაციის არავითარი ნიშანი არ არის გარეთ პუტინის რუსეთთან და შიგნით ელისაშვილ-მეგრელიშვილის ვითომ პარტიებად წოდებულ „ოცნების“ დანამატებთან.
"ფაქტია, რომ ივანიშვილი ასრულებს ჩვენი მტრის, რუსეთის დავალებებს იმ ფონზე, როცა ჩვენი მოსახლეობის 90 %-ს სურს, ქვეყნის
30-წლიანი ბრძოლა ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს. მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ, ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან!
„ოცნებამ“ დაკარგა ბმა საქართველოს მოსახლეობასთან და ის კანონგარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლებაა. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და წინდახედულობა, რომ ივანიშვილის „ღალატის პარტია“ ყოველგვარი არეულობის გარეშე გავუშვათ უკანონოდ მიტაცებული ხელისუფლებიდან.
როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ?! ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია და ჩვენ ამას მივაღწევთ!", - თქვა ოქრიაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















