მოსკოვის პოლიციამ ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა დააკავა

საქართველო, თბილისი - 23:57 | 17.07.2022
ნანახია: 392

მოსკოვის ოლქის პოლიციამ "პერვი კანალის" ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა დააკავა. ინფორმაცია ჟურნალისტის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.

როგორც იუწყებიან, პოლიციამ ჟურნალისტი საკუთარ სახლთან დააკავა.

15 ივლისს მარინა ოვსიანიკოვამ მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს საპროტესტო პერფორმანსი გამართა. მას ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?"

შეგახსენებთ, 14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევიდა, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "არა ომს. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ".

კადრში გამოჩენიდან მალევე, მარინა ოვსიანიკოვა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე