იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 22:31 | 14.07.2022
ნანახია: 409

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. იუწყება reuters.

მატარელამ დრაგის მოუწოდა, რომ პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად პარლამენტს მიმართოს.

მარიო დრაგიმ დღეს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

მან გადადგომის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მისმა მთავრობამ დაკარგა პოლიტიკური ძალების უმეტესობის მხარდაჭერა.

მარიო დრაგიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტია „ხუთმა ვარსკვლავმა“ ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე.

ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი იტალიის კოალიციურ მთავრობას 2021 წლის თებერვლიდან მეთაურობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე