ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 15:45 | 14.07.2022
ნანახია: 407

უკრინის ქალაქ ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 90-მდე მოქალაქემ საავადმყოფოებს დახმარებისთვის  მიმართა, მათ შორის 50-ის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო Facebook-ზე ავრცელებს.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.  

ასევე დადგენილია, რომ მტრის რაკეტებმა გაანადგურეს ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი.

ამასთან, პრეზდენტის ოფისი იუწყება, რომ რუსებმა ვინიცაზე იერიში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მიიტანეს, რომლებიც შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

„რუსებმა ვინიცას ცენტრს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს“, - წერს Telegram-ზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე