სამხრეთ აფრიკაში, ერთ-ერთ ბარში სროლას 15 ადამიანი ესმხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 10.07.2022
ნანახია: 424

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში შეიარაღებულმა პირებმა ბარში, სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლეს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა იოჰანესბურგის გარეუბანში 10 ივლისს, გამთენიისას მოხდა. იუწყება BBC.

შეიარაღებული პირები ადგილიდან მიკროავტობუსით მიიმალნენ. შესაბამისი უწყებების ცნობით, თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

დაღუპულები 19-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. თავდამსხმელების ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე