ბელარუსი პოლონეთს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 19:26 | 07.07.2022
ნანახია: 593

ბელარუსი პოლონეთს სარაკეტო დატყმებით დაემუქრა, „დასავლეთის შესაძლო პროვოკაციების“ პასუხად. ამის შესახებ ბელარუსის გენშტაბის უფროსის მოადგილემ რუსლან კოსიგინმა განაცხადა. იუწყება გამოცემა „ბელტა“.  

მის განცხადებით, დასავლეთის „ჩანაფიქრების რეალიზაციის“ შემთხვევაში, პოლონეთი თავისი ინფრასტრუქტურით გახდება დარტყმების მთავარი სამიზნე.

 „კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში პოლონეთის ტერიტორია დარტყმის მთავარი სამიზნე გახდება, ასევე გადაწყვეტილებების მიმღები ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის პუნქტები, არსენალები და ბაზები, აგრეთვე მათი ეკონიმიკისა და სატრანსპორტო ინრასტრუქტურის კრიტიკულად ნიშვნელოვანი ობიექტები“, - განაცხადა მან.  

 „პოლონეთის ტერიტორია, ისევე როგორც ბალტიის ქვეყნების, გადაიქცევა პოლიგონად, რომლის ტერიტორიაზეც აშშ გეგმავს გააჩაღოს ევროპაში კიდევ ერთი სისხლიანი კონფლიქტი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კოსიგინმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე