თურქეთში, ხოფასთან, კლდე ჩამოიშალა და სატვირთო მანქანები მოიყოლა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:28 | 01.07.2022
ნანახია: 611

თურქეთში, ართვინის პროვინციაში კლდე ჩამოიშალა და სატვირთო მანქანები მოიყოლა.

თურქული მედის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი, და დაშავდა ორი ადამიანი.

მედიის ცნობით, შემთხვევა შავი ზღვის სანაპირო გზაზე ხოფასა და ქემალფაშას შორის დილის 08:10 საათზე მოხდა, ლოდების ჩამოშლა მეწყერმა გამოიწვია.

გავრცელებული ინორმაციით, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ლოდების ქვეშ ოთხი სატვირთო მანქანა მოყვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე