რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:56 | 26.06.2022
ნანახია: 474

26 ივნისს, დილით, კიევში შევჩენკოვსკის რაიონში,  რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაშავებულები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.  

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, კორპუსის მაცხოვრებელთა ნაწილი ევაკუირებულია.

„ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, მაცხოვრებლების ნაწილი ევაკუირებულია, ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი“, - ამბობს კლიჩკო.

მისი თქმით, ნანგრევებიდან ისმის ხალხის ხმა. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან შვიდი წლის გოგონა ამოიყვანეს, ახლა მიმდინარეობს მისი დედის გადარჩენის სამუშაოები.

აფეთქებების ხმა კიევის დროით 06:20 საათზე გაისმა. რუსულმა რაკეტამ 9-სართულიანი სახლის ზედა სართულები დაანგრია. გაჩნდა ხანძარი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე