ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
საქართველო, თბილისი - 21:23 | 24.06.2022 ნანახია: 639
ბულგარეთის პარლამენტმა 24 ივნისს მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 170-მა დეპუტატმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 21-მა კი თავი შეიკავა. ამგვარად, ბულგარეთმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განბლოკოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც ქვეყნის მთავრობამ 2020 წელს ვეტო დაადო და ამავდროულად დაბლოკა ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.
ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილება შეიცავს რიგ პირობებს, რომელთა შორის არის ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარელი უმცირესობების უფლებების დაცვა კონსტიტუციური ცვლილებების გზით, ასევე სკოპიემ უნდა დაიცვას ბულგარეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ეს კომპრომისი შეეთავაზა საფრანგეთს, რომელიც ამ დროისათვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ჯერ უცნობია, დათანმდებიან თუ არა სკოპიეში ამ პირობებს. ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღნიშნულ პირობებს უკვე უწოდა მიუღებელი.
ბრიუსელში, 23 ივნისს გაიხსნა ევროკავშირის სამიტი, რომელზეც განიხილებოდა ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქარველოს, ასევე ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პერსპეტქივა.
უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სატატუსი, ამავროულად, გერმანიამ, ავსტრიამ, ხორვატიამ და სლოვენიამ მოუწოდეს არ დაივიწყონ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანების პროცედურის დაწყებას უკვე მრავალი წელია ელოდებიან.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2005 წელს მიიღო, მონტენეგრომ - 2010 წელს, სერბეთმა - 2012 წელს, ალბანეთმა კი - 2014 წელს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















