რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 24.06.2022
ნანახია: 372

რუსეთში, რიაზანის ოლქში კატასტროფა განიცახადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა Ил-76-მა.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო მძიმედ დაეშვა გრუნტზე, ხმელეთთან შეხებისას კი ნაწილობრივ დაიშალა.

რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

"ტვირთის გარეშე სასწავლო ფრენისას, ძრავის გამოვლენილი გაუმართაობის გამო, ეკიპაჟმა გადაწყვიტა ადგილზე დაშვება. ხმელეთთან შეხებისას თვითმფრინავი ნაწილობრივ განადგურდა", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რიაზანის ოლქის მთავრობის ცნობით, ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა, რომლებიც რიაზანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე