ვიმედოვნებ, ვეროკავშირში მომდევნო ასწლეულში მაინც გავწევრიანდებით - ალბანეთის პრემიერი
საქართველო, თბილისი - 21:18 | 23.06.2022 ნანახია: 636
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა მომდევნო ასწლეულში მაინც გახდება ევროკავშირის წევრი.
ამის შესახებ მან სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ეს არ არის საეჭვო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიქნებით ევროკავშირში. ვიმედოვნებ, მომავალ საუკუნეში, ნამდვილად ვიქნებით მომდევნო ასწლეულში“, - განაცხადა რამამ.
მან გამოთქვა იმედგაცრუება, რომ 26 ქვეყანა ერთი წევრი სახელმწიფოს მძევალი აღმოჩნდა და ვერ შეძლო ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანებაზე მოლაპრაკებების დაწყების განბლოკვა. რამამ მოუწოდა ევროკავშირს შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რადგან ამჟამინდელი {პროცესი}, მისი თქმით, ევროკავშირისადმი ნდობას ძირს უთხრის.
„ნუ იქნებით მღვდლების კრება, რომელიც განიხილავს ანგელოზებს შორის სექსს, მაშინ როდესაც კონსტანტინოპოლი ნანგრევებად იქცევა“, - განაცხადა ალბანეთის პრემიერმა.
ევროკავშირის ლიდერები და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ხუთშაბათს ვერ შეთანხმდნენ ჩიხიდან გამოსვლაზე ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების გაყინული პროცესთან დაკავშირებით.
23 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტი, რომელზეც ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერები და მათი ევროპელი კოლეგები მონაწილეობდნენ.
ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















