ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 22.06.2022
ნანახია: 420

ავღანეთში პაკტიკას პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა, 600-ზე მეტი კი დაშავდა. იტყობინება Al Jazeera ავღანეთის კატასტროფების მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე დაყრდნობით.

მიწისძვრის შედეგად, დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ხოსტიდან 44 კმ-ში მდებარეობდა.

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა ქაბულში, ასევე პაკისტანსა და ინდოეთში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე