როსტოვის ოლქში რუსული მოიერიშე სუ-25 ჩამოვარდა - პილოტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 22.06.2022
ნანახია: 338

21 ივნისს რუსეთში, როსტოვის ოლქში მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 გეგმიური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.

გავრცელებული ცნობით, პილოტი დაიღუპა.

რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქში განაცხადეს, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

როგორც იუწყებიან, თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილზე ჩავარდა და ამას ნგრევა არ მოჰყოლია.

მანამდე, 17 ივნისს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსული მოიერიშე სუ-25. მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება. ოფიციალური ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე