უკრაინაში, მედიასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში რუსული მუსიკა იკრძალება

საქართველო, თბილისი - 16:42 | 19.06.2022
ნანახია: 422

უკრაინის რადამ მიიღო კანონი მედიასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში რუსული მუსიკის აკრძალვის შესახებ.

კანონის თანახმად, უკრაინაში იკრძალება საჯაროდ შესრულება და ფონოგრამების, ვიდეოპროგრამებისა და მუსიკალური კლიპების ჩვენება, თუ ნაწარმოები ეკუთვნის იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში აგრესორად არის გამოცხადებული.

ეს მოთხოვნა ეხება შემსრულებლებს, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლიდან. წესები არ ვრცელდება მათზე, ვინც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ამასთან, რადამ მიიღო კანონი, რომელიც  კრძალავს რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან  წიგნებისა და სხვა საგამომცემლო პროდუქციის გავრცელებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე