მიკოლაივში რუსული ენის სწავლება იკრძალება

საქართველო, თბილისი - 16:02 | 19.06.2022
ნანახია: 428

მიკოლაივის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის სკოლებში 2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან რუსული ენის სწავლების აკრძალვის შესახებ.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიკოლაივის სკოლებში 1-4 კლასებში რუსული ენის სწავლება იკრძალება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ამასთან, აკრძალვას დაექვემდებარება რუსული ენის, როგორც საგნის, კურსის ან ფაკულტატივის საწავლება 1-11 კლასებში, ასევე „საგანმანათლებლო გარემოს ფორმირება რუსულ ენაზე“.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრის ეკატერინა სტოკოლიასის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ყველა მუნიციპალურ სასწავლო დაწესებულებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე