დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვეკუთვნის - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 12:24 | 19.06.2022
ნანახია: 498

უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს რუსეთის არმიის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სამხრეთს არავის დავუთმობთ, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია, ზღვა კი უკრაინული და უსაფრთხო იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა ნიკოლაევის ოლქიდან დაბრუნების შემდეგ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, უკრაინა აღადგენს მთელ განადგურებულ ინფრასტრუქტურას.

"რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენს ხალხს აქვს სიცოცხლის სურვილი", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად მოინახულა ომით დაზარალებული ქალაქი ნიკოლაევი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე