უკრაინა 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

საქართველო, თბილისი - 22:39 | 18.06.2022
ნანახია: 371

უკრაინა 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს. შესაბამის დადგენილებას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, აღნიშნულ ნაბიჯზე კიევი წავიდა სახელმწიფოს „ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცენდენტო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში".

მანამდე რუსეთის მოქალაქეები სარგებლობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმით და ქვეყანაში 90 დღით დარჩენა შეეძლოთ.

24 თებერვალს უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე