კიევში მაკრონს, შოლცსა და დრაგის, რუმინეთის პრეზიდენტიც შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 16.06.2022
ნანახია: 430

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დილით  მატარებლით ჩავიდა კიევში, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს შეუერთდება.

გერმანული გამოცემა  Bild-ის ინფორმაციით, ტრიოსთან შეერთება იოჰანისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა.

„ტრიოს ვიზიტის მომზადების დროს ცნობილი გახდა, რომ  აღმოსავლეთ ევროპელის ჩასვლაც {კიევში], როგორც ევროპის ერთიანობის სიმბოლო, კარგი იდეა იქნებოდა“, - წერს გამოცემა.

იოჰანისი კიევში დამოუკიდებლად ჩავიდა.

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე